|
Article in other languages:
|
საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანაა. სახელი მან მიიღო მმართველი საუდიტების დინასტიის მიხედვით, რომლებიც ხელისუფლებაში მე-18 ს-ში მოვიდნენ. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი - წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსულმანური სიწმინდეები - მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს.
სახელწოდება
გეოგრაფიაქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: იორდანია, ერაყი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი. ფართობი: 1,960,582 კვ.კმ. სახელმწიფო
დემოგრაფია
ეკონომიკაქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა
ისტორიათანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდელ აზიზ ას-საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ს სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მემკვიდრეობა
Questions for article: არაბეთი, მექა და მედინა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.
IHS Europe: Infrared Heating Systems for Home and Business.